სამტრედიის მუნიციპალიტეტში გამოჩინებული-ზანდოს გზის რეაბილიტაცია

1 მარტი 2023
მუნიციპალიტეტი: სამტრედია
დონორი: WB

 ქვეპროექტის მიზანია სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი, და სოფლების: გამოჩინებულის და ზანდოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, რომელიც ზანდოს მთის წვერზე არსებულ მონასტერთან მიდის. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთის სიგრძეა 5,622 მ.  ქვეპროექტით გათვალისწინებულია ასფალტო-ბეტონის საფარის ორი შრის, გზის 4-4.5 მ სიგანის სავალი ნაწილის, ტროტუარების, ეზოებში შესასვლელების, შეერთებების, სადრენაჟე მილების და კიუვეტების მოწყობა.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (მგფ) ორგანიზებით, 2022 წ. 5 მაისს გაიმართა საჯარო საკონსულტაციო შეხვედრა, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფ. გამოჩინებულიდან სოფ. ზანდომდე არსებული გზის რეაბილიტაციის“ ქვეპროექტის და აღნიშნული პროექტისთვის მომზადებული გარემოს დაცვის და სოციალური სკრინინგის ანგარიშის და გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის განხილვის მიზნით. შეხვედრა გაიმართა სოფ. გამოჩინებულის ადმინისტრაციულ შენობაში - ადგილობრივი მოსახლეობისთვის ყველაზე მოსახერხებელ ადგილას. აღნიშნული ადგილის შერჩევა მოხდა ადგილობრივების სურვილის საფუძველზე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების დახმარებით. დეტალური ინფორმაცია (თარიღი, დრო და საკონტაქტო ინფორმაცია) საკონსულტაციო შეხვედრის შესახებ ასახული იყო განცხადებაში. განცხადებები გამოკრული იყო სოფ. გამოჩინებულის ქუჩებში, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საინფორმაციო დაფაზე და მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე.

ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

 

ESMP_Gamochinebuli-Zando_Final.pdf