ციხისუბანი-ღორთუბანი-ზედუბანი-აფიეთის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია
ქვე-პროექტი - ციხისუბანი-ღორთუბანი-ზედუბანი-აფიეთის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მეორე რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის (SRMIDP-AF) დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. ქვეპროექტით გათვალისწინებულია ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების: ციხისუბანის, ღორთუბანის, ზედუბანის და აფიეთის დამაკავშირებელი, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
2022 წ. 23 სექტემბერს, მგფ-ის ორგანიზებით გაიმართა საჯარო შეხვედრა, (ადიგენის მუნიციპალიტეტის) ციხისუბანი-ღორთუბანი-ზედუბანი-აფიეთის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის ქვეპროექტის და აღნიშნული ქვეპროექტისთვის მომზადებული გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიშის, ასევე გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის განხილვის მიზნით. შეხვედრა გაიმართა ადიგენის მუნიციპალიტეტის ცენტრში - შემოქმედებით დარბაზში, მოსახლეობისთვის ყველაზე მოსახერხებელ ადგილას.
კონკრეტული ადგილის შერჩევა მოხდა ადგილობრივების სურვილის გათვალისწინებით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების დახმარებით. საკონსულტაციო შეხვედრის დეტალები (თარიღი, დრო და საკონტაქტო ინფორმაცია) წარმოდგენილი იყო განცხადებაში. განცხადებები გაიკრა შემდეგი სოფლების ქუჩებში: ციხისუბანი, ღორთუბანი, ზედუბანი, აფიეთი, ასევე - ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის საინფორმაციო დაფაზე და მგფ-ის ვებ-გვერდზე.
ქვე-პროექტის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
02_ESMP_Tsikhisubani_2022_November_FINAL_CLEAN (Geo)