82 ამბულატორიის პროექტის ფარგლებში ტყიბულის, ხონისა და ბაღდათის სოფლებში ამბულატორიები უკვე გაიხსნა

14 ივლისი 2014

იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში, კერძოდ  ტყიბულის სოფელ ხრესილში,  ხონის სოფელ  საწულუკიძეოში და ბაღდათის სოფელ ზედა დიმში პირველადი  სამედიცინო  მომსახურების პუნქტები  უკვე  გაიხსნა. ამბულატორიები საქართველოს  მუნიციპალური  განვითარების  ფონდმა დაამონტაჟა,  სამედიცინო ინვენტარით კი  საქართველოს  შრომის,ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აღჭურვა.  საქართველოს მასშტაბით  82  ახალი ამბულატორიის მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობამ 2,4 მილიონი ლარი  გამოყო. მთავრობის განკარგულებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ამბულატორიების სრულად ადაპტირების მიზნით ბიუჯეტიდან დამატებით 24300  ლარი გამოიყო.  

 

იმერეთის სოფლებში  ახალი  ამბულატორიები  ჯანდაცვის მინისტრის  პირველმა მოადგილემ  დიმიტრი  მახათაძემ  და  იმერეთის  გუბერნატორმა  ზაზა  მეფარიშვილმა მოინახულეს.

 

სოფელ  ხრესილში  განთავსებული  ამბულატორია  დაახლოებით  1200  ადამიანს გაუწევს პირველად  სამედიცინო  მოსახურებასსოფელში ამ დრომდე  არსებული ამბულატორიის  შენობა მედპერსონალისთვის  შეაბამის  პროფესიულ  პირობებს  ვერ  აკმაყოფილებდა.  ბაღდათის  მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა დიმში  გახსნილი ამბულატორია  კი  6 სოფელს  მოემსახურება. სოფელში  დღემდე  სამედიცინო  დაწესებულება კოოპერატივ  იმედი„-  შენობაში  ფუნქციონირებდა,  რაც  მედპერსონალს  სამედიცინო მომსახურების  გაწევის დროს პრობლემებს  უქმნიდა. ახალი ამბულატორიები შესაბამისი კვალიფიკაციის  ექიმებითა  და  მედდებით  და ასევე,  ახალი  ინვენტარით  არის  აღჭურვილი.

 

პროექტს  საქართველოს  რეგიონული  განვითარებისა  და ნფრასტრუქტურის  სამინისტრო  და 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ერთობლივად  ახორციელებენ. ყველა ამბულატორია სტანდარტულია და ჯამში 41-42 კვ. შენობა მომზადებულია სენდვიჩპანელებისგან, რომელიც 2 გამათბობლითა და 2 სველი წერტილით არის აღჭურვილი. ყველა ამბულატორია სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები პერმანენტულ მონიტორინგს განახორციელებენ, რათა ამბულატორიების მშენებლობის პროცესი დათქმულ ვადებში და ხარისხიანად განხორციელდეს.