ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყალტუბოში ,,ცივი ტბის” სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

 ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყალტუბოში ,,ცივი ტბის” სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

პროექტი „ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა და მისი ღირებულება 16.2 მილიონი ლარია. 

პროექტის ფარგლებში, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტბაზე გადასახედს, მოეწყო სათევზაო და ნავსადგომის ადგილები, ტბის გარშემო საფეხმავლო და ველოსიპედის ბილიკები. 

ტერიტორია გამწვანდა დამატებითი ნარგავებით, დამონტაჟდა განათების სისტემა და მოეწყო ავტოსადგომი.

დასრულებული პროექტი მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა.