ბორჯომის #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

17 მაისი 2025
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან ერთად, ბორჯომის #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა.
განახლებული ბაღი 150 აღსაზრდელზეა გათვლილი და სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, საერთო ჯამში, მიმდინარეობს 21 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია.
პროექტების დასრულების შემდეგ, რეგიონში მცხოვრები 1200-ზე მეტი ბავშვი თანამედროვე სტანდარტის, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს
ბორჯომსა და ახალციხეში უკვე დასრულდა საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია.