ახალციხეში ახალი სპორტული კომპლექსი შენდება

 ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან ერთად, ახალციხის სპორტული კომპლექსის მშენებლობის მიმდინარეობასაც გაეცნო.

 

 

სპორტული კომპლექსი დასრულების ეტაპზეა. კომპლექსს ექნება დიდი და მცირე საცურაო აუზი, სავარჯიშო სივრცეები სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის. უახლოეს პერიოდში დაიწყება კომპლექსის სისტემების ტესტირება. სპორტკომპლექსის დასრულების შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით.