კახეთში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის 35 პროექტი განხორციელდება

 კახეთის რეგიონში 199 მილიონი ლარის 41 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. მათ შორისაა სკოლებისა და საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია, ასევე, სოფლებისა და ქალაქების ურბანული განახლება.


პროექტებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. სამუშაოების მიმდინარეობას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მიადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.


საბავშვო ბაღების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს ქალაქ საგარეჯოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში, ქალაქ წნორსა და წნორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში. დასრულების ეტაპზეა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.


ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, მოეწყობა სკოლამდელი აღზრდისთვის თანამედროვე სტანდარტებით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი შიდა და გარე სივრცე, სათამაშო და დასასვენელი ზონები. შენობები სრულად ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის.

„ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის“ სახელმწიფო პროგრმითა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, კახეთში, სულ, 35 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდება.