ბექა ურუშაძე აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან და  სამინისტროს გუნდთან ერთად, შეხვედრა გამართა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან საქართველოში, ლესლი ბეარმან ლამთან.  

 

შეხვედრის მხარეებმა განიხილეს ADB-სთან თანამშრომლობის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის, შეაჯამეს ერთობლივი პროექტების შედეგები, მიმოიხილეს მიმდინარე სამუშაოები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.

 

მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზდყოფნა, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთო პროექტების განხორციელებაში.

 

ანკის მუდმივი მისიის წარმომადგენელებმა, წარმატება უსურვეს მინისტრსა და მის გუნდს საქმიანობასა და ერთობლივი მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში.   

 

აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია ქვეყნის მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობაში. ADB-სთან თანამშრომლობა უკვე სამი ათეული წელია გრძელდება და მოიცავს ინფრასტრუქტურის სამინისტროს პორტფელის თითქმის ყველა მიმართულებას. ADB-ის მხარდაჭერით განხორციელდა და მიმდინარეობს მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის: წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების გაუმჯობესება; აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის განვითარება; დასახლებების ურბანული განვითარება; სპორტული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სხვა.