სიახლეები
11 დეკემბერი 2025
წალენჯიხის №1 საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, წალენჯიხაში ქალაქის პირველი სკოლის პროექტირებასთან დაკავშირებით, არქიტექტორული ბიუროს - ნიუ სითი დეველოპმენტის წარმომადგენლებს შეხვდა.
11 დეკემბერი 2025
ობუჯის საბავშვო ბაღის მშენებლობა სრულდება
სოფელ ობუჯში 50 ბავშზე გათვლილი ბაღის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტების ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ობუჯში 50 ბავშზე გათვლილი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
10 დეკემბერი 2025
მდ.ლიახვზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან, გორის მერ კონსტანტინე ბუზალაძესთან და გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიასთან ერთად ატენის ხეობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
10 დეკემბერი 2025
ატენის ხეობაში მიმდინარე ინფრასტრქტურული სამუშაოები
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან, შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან, გორის მერ კონსტანტინე ბუზალაძესთან და გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიასთან ერთად ატენის ხეობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
10 დეკემბერი 2025
ქალაქ ჭიათურაში N7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ჭიათურაში 500 მოსწავლეზე გათვლილი N7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა. დასრულებულ სამუშაოებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თამარ ფიცხელაური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
9 დეკემბერი 2025
შეხვედრა არქიტექტორებთან
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ.
5 დეკემბერი 2025
თელავსა და სენაკში საცურაო აუზების პროექტირებისთვის კონკურსები გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა თელავსა და სენაკში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტკომპლექსების პროექტირებისთვის კონკურსები გამოაცხადა.
თანამედროვე სპორტული კომპლექსები მსოფლიო ცურვის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად უნდა აშენდეს და მოეწყოს დახურული აუზები ცურვის, სინქრონული ცურვისა და წყალბურთისთვის.
თანამედროვე სპორტული კომპლექსები მსოფლიო ცურვის ფედერაციის სტანდარტების შესაბამისად უნდა აშენდეს და მოეწყოს დახურული აუზები ცურვის, სინქრონული ცურვისა და წყალბურთისთვის.
3 დეკემბერი 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომისიამ არქიტექტურული კონცეფციები შეაფასა
ინფრასტრუქტურის სამინისტროში არქიტექტურული კონცეფციების შეფასების კომისიამ ამბროლაურსა და ახალციხეში თანამედროვე, მრავალფუნქციური და კომფორტული საჯარო სივრცეების პარკების განვითარების წინადადებები განიხილა.
1 დეკემბერი 2025
საქართველოს მთავრობა ორი თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას იწყებს
საქართველოს მთავრობამ ქუთაისში და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენების გადაწყვეტილება მიიღო. საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება, ინფრასტრუქტურის სამინისტროს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა.
26 ნოემბერი 2025
თელავში სკვერისა და ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ბექა ურუშაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თელავში, ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.












