სოფელ როდინაულში სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

ნფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბექა ურუშაძემ რეგიონებში მორიგი სამუშაო გასვლის ფარგლებში, ზესტაფონში, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე საჯარო სკოლის მშენებლობის სამუშაოები დაათვალიერეს.

 

ახალ სკოლაში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედანი და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემები. სკოლა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

 

ძველ სკოლაში მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. პროექტის განხორციელების შედეგად, ბავშვები უკვე გამართული და კეთილმოწყობილი სასკოლო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

 

ზესტაფონის სკოლის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო და 2026 წელს დასრულდება.