მათხოჯში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

 იმერეთის რეგიონში მორიგი სამუშაო გასვლის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის მინისტრი, რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

მშენებარე ბაღი სოფელში ერთადერთია და მათხოჯის გარდა კიდევ ორ სოფელს მოემსახურება. ახალ საბავშვო ბაღში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა საძინებლები, სათამაშო, გამოსაცვლელი, სამზარეულო და ადმინისტრაციული ოთახები, გარე სათამაშო მოედნები და რეკრეაციული სივრცეები. საბავშვო ბაღი სახელმწიფო დაფინანსებით შენდება.
ფონდი, საქართველოს მთავრობის დაფინანსებით, იმერეთის რეგიონში, ჯამში, 25 საბავშო ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას ახორციელებდა, საიდანაც 12 საბავშვო ბაღის უკვე დასრულებლია.