აბასთუმანში ინფრასტრუქტურულ პროექტები აქტიურ ფაზაშია

5 ივნისი 2025

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მორიგი სამუშაო გასვლის ფარგლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ბექა ურუშაძესთან  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმანში მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო.

აბასთუმანში, მუნიციპალური განვითარების ფონდი, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, არაერთ პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა  სახიდე გადასასვლელის, ავტოსადგურის და ელექტრო დამტენებისთვის გათვლილი ღია ავტოსადგომის მშენებლობა, ტყე-პარკის სახანძრო უსაფრთხოებისათვის ინფრასტრუქტურის შექმნა, დაწყებულია პარკთან არსებული მოზაიკის კედლის რესტავრაცია. დასრულებულია მწვანე და ლურჯი კორიდორის მოწყობა,ობსერვატორიის აღდგენა, ახალი ტელესკოპისა და გუმბათის მონტაჟი, თანამედროვე სტანდარტების მქონე, 75 ბავშვზე გათვლილი  საბავშვო ბაღის მშენებლობა.

რეაბილიტაცია უტარდება აბასთუმნის, რუსთაველის, ფალიაშვილის, ასათიანის, არაზენდოს, აღობის ქუჩებზე საცხოვრებელი სახლების ფასადებს და ხორციელდება შენობების ენერგოეფექტურობის გაზრდა.

ამასთან, მიმდინარეობს რამდენიმე შენობის  რეკონსტრუქცია-რესტავრაციის სამუშაო, რაც მოიცავს ფასადის პირვანდელ იერ-სახესთან მიახლოებას, შუშაბანდების, სახურავის, კარ-ფანჯრების, დეკორატიული ელემენტების და  ქვით მოპირკეთების აღდგენას.

აბასთუმანში ამიმდინარე პროექტების დასრულება  ხელს შეუწყობინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას, სამეცნიერო და საგანმანათლებლო გარემოს გაუმჯობესებას,  კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და  ტურიზმის განვითარებას.