ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყალტუბოს №1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაასრულა

6 ივნისი 2025

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა წყალტუბოს  №1  საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დაასრულა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და ღირებულებამ  3.1 მილიონი ლარი შეადგინა. 

 

200 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის შენობა აღჭურვილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეების ხარისხიან და უსაფრთხო გარემოში ყოფნას.

 

პროექტში გათვალისწინებული იყო შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობა. ბაღის შენობა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.

 

ჯამში, იმერეთის რეგიონში, ფონდი, 25 საბავშვო ბაღის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს, რომლის ჯამური ბიუჯეტი 60.9 მილიონი ლარია.

პროექტების განხორციელების შედეგად, სკოლამდელი აღსაზრდელები განათლებას მიიღებენ საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საბავშვო ბაღში.