ქარელის №1 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია

1 ნოემბერი 2023
მუნიციპალიტეტი: ქარელი
დონორი: WB

 ქვე-პროექტი „ქარელის №1 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია“ განხორციელდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, ინკლუზიურობა, ინოვაცია და ხარისხი (საქართველო I2Q) პროექტის ფარგლებში და დაფინანსდა მსოფლიო ბანკის მიერ.

2022 წლის 7 ნოემბერს, 15:00 საათზე, გაიმართა ქვე-პროექტის „ქარელის №1 საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია“ გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიშისა და გარემოსდაცვითი მართვის გეგმის  საჯარო განხილვა. შეხვედრა ჩატარდა ქარელის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლის შენობაში.

ქვე-პროექტის გარემოსდაცვითი და სოციალური სკრინინგის ანგარიში და გარემოსდაცვითი მართვის გეგმა  ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდზე - www.mdf.org.ge, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფისში - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი #150, ტელ: 2 43 70 01 და ასევე პროექტის ინკლუზიურობა, ინოვაცია და ხარისხის ვებ-გვერდზე - www.iiq.gov.ge (განათლების მიმართულებით), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობაში - ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის N52, სამინისტროს ცხელი ხაზი: (995 32) 2 200 220.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ:

 

საკონტაქტო პირები:

     დავით არსენაშვილი მუნიციპალური განვითარების ფონდი  

     მობ.: 599 01 91 83

     ელ-ფოსტა: feedback@mdf.org.ge

 

 

 

    მარინე ჟვანია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

    მობ: 577 27 88 41

    ელ-ფოსტა: marina.zhvania@iiq.gov.ge

 

 

 

ESMP - Kareli School(Geo)