სოფელ ბარდნალაში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

22 ივნისი 2025
მუნიციპალური განვითარების ფონდი, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალაში, ლადო ასათიანის სახელობის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
 
შენობაში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და ლაბორატორია, სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის გათვალისწინებულია ადაპტირებული გარემოს შექმნა.
 
სკოლის ეზოში აშენდება ახალი მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი, ასევე მოეწყობა ღია მოედნები და ფიტნეს ზონები.
სოფელ ბარდნალას საჯარო სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურით 65 მოსწავლე ისარგებლებს.