ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

27 ივნისი 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში ბაღის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის სმუშაოებს ასრულებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზო. პროექტში გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჯამში, 250 ბაღის აღსაზრდელი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სკოლამდელი აღზრდისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
განახლებული ბაღი სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.
საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია სახელმწიფო დაფინანსებით ხორციელდება და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სრული რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, ჯამში, 3 საბავშვო ბაღს უტარდება.

პროექტის განხორციელების შედეგად, ბაღის აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღში ივლიან.