რუსთავის ახალი სტადიონის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

10 ივლისი 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იწყებს საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვას რუსთავში უეფას IV კატეგორიის შესაბამისი ახალი სტადიონის მშენებლობისთვის.
დაგეგმილია რუსთავის ძველი, ამორტიზებული სტადიონის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი, 8 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის აშენება. სტადიონი სრულად დააკმაყოფილებს უეფას IV კატეგორიის მოთხოვნებს. პროექტი როგორც სპორტული, ისე სათადარიგო მოედნის მშენებლობას, უსაფრთხოების, განათების სისტემების, გასახდელების, VIP და მედია ზონების და პარკინგის მოწყობას.
მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის მნიშვნელოვანია რუსთავის ახალი სტადიონისმშენებლობის პროცესში დარგის სპეციალისტების მაქსიმალური ჩართულობა, რაც უზრუნველყოფს კონკურენტული გარემოს შექმნას და პროექტის მაღალი ხარისხით განხორციელებას.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მუნიცინიპალური განვითარების ფონდის ვებ გვერდზე: