ონში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა

11 ივლისი 2025
მუნიციპალური განვითარების ფონდის ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ქალაქ ონში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.
100 ბავშვზე გათვლილ შენობაში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოწყობილია სკოლამდელი აღსაზრდელების საჭიროებებზე.
მორგებული საგანმანათლებლო, დასასვენებელი ოთახები და მრავალფეროვანი სათამაშო ეზო.
ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან ერთად, ახალი ბაღი დაათვალიერა.
საბავშვო ბაღში ასევე შექმნილია ყველა აუცილებელი პირობა, რაც უზრუნველყოფს ბავშვების უსაფრთხო, კომფორტულ და სოციალიზაციაზე ორიენტირებულ გარემოში აღზრდას.
ონის საბავშვო ბაღი სახელმწიფო დაფინანსებით აშენდა და პროექტის ღირებულება 2.3 მილიონი ლარია.