ბექა ურუშაძემ ამბროლაურის კულტურის სახლის არსებული მდგომარეობა დაათვალიერა

11 ივლისი 2025
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან, პარლამენტის წევრ გოჩა ენუქიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამბროლაურში იმყოფებოდა, სადაც კულტურის სახლის არსებული მდგომარეობა დაათვალიერა.
შენობა საჭიროებს რეაბილიტაციას, რომლის შესაძლებლობას შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან.
შენობაში განთავსებულია ამბროლაურის სახვითი ხელოვნებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულია ცნობილი მხატვრების ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, ანა შალიკაშვილის, ავთო ვარაზის, აპოლონ ქუთათელაძის, ლევან ცუცქირიძის და სხვათა ნამუშევრები.
მუზეუმის კოლექცია შეადგენს 600-მდე ექსპონატს.