ამბროლაურში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

11 ივლისი 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქალაქ ამბროლაურში, 200 აღსაზრდელზე გათვლილ საბავშვო ბაღს აშენებს.
 
შენობაში განთავსებულია საგანმანათლებლო, სათამაშო და დასასვენებელი ოთახები. გათვალისწინებულია, ასევე, რეკრეაციული ზონის და გარე სივრცეების მოწყობა.
 

ამბროლაურის ახალი საბავშვო ბაღი სრულად იქნება ადაპტირებული ბავშვების საჭიროებებზე. პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 4.2 მილიონი ლარია.