საქართველოს მასშტაბით 61 ამბულატორია უკვე დამონტაჟდა
82 ამბულატორიის მშენებლობის ფარგლებში, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის მასშტაბით 61 ამბულატორია უკვე დაამონტაჟა. 61 სოფლში მცხოვრებ მოსახლეობას უკვე აქვს შესაძლებლობა პირველადი ჯანდაცვა მიიღოს. პროექტს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი , საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ერთობლივად ახორციელებენ. ამბულატორიები მთელი საქართველოს მასშტაბით მონტაჟდება იმ სოფლებში, სადაც დღემდე ამ ტიპის მომსახურება მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო. პროექტის განხორციელების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება მაღალმთიან და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს ექცევა.
ამჟამად ამბულატორიების მონტაჟი უკვე დასრულებულია იმერეთის რეგიონში, სადაც ჯამში 12 ამბულატორია გაკეთდა. კერძოდ, ხონის მუნიციპალიტეტის - სოფელ საწულუკიძეოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტის- სოფელ ხრესილში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის - სოფელ რიონში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის - სოფელ რუფოთში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის - სოფელ წიფაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის - სოფელ მანდაეთში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის - სოფელ აჯამეთში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის- სოფელ საჯავახოში, საჩხერის მუნიციპალიტეტის - სოფელ გორისაში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის - სოფელ ზედა დიმში, ვანის მუნიციპალიტეტის- სოფელ საპრასიაში, საჩხერის მუნიციპალიტეტის - სოფელ პერევში.
8 ამბულატორია უკვე დამონტაჟდა სამეგრელო - ზემო სვანეთში, ჯამში აქ 9 ამბულატორია უნდა გაკეთდეს. ამბულატორიები უკვე დაიდგა : ზუგდიდის მუნიციპალიტეტის - სოფელ ინგირის თემში და სოფელ განმუხურში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის - სოფელ საჩინოს თემში, მარტვილის მუნიციპალიტეტის - სოფელ იჩხურში, აბაშის მუნიციპალიტეტის - სოფელ ეწერში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის - სოფელ ახუთის თემში, ხობის მუნიციპალიტეტის - სოფელ შავღელეში, სენაკის მუნიციპალიტეტის - სოფელ უშაფათში.
გურიის რეგიონში სამივე ამბულატორია დამონტაჟებულია. კერძოდ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის - სოფელ დვაბზუში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის - სოფელ ერკეთში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის - სოფელ აკეთში.
აჭარაში ჯამში 5 ამბულატორიის დამონტაჟება იყო დაგეგმილი და დღეისთვის ხუთივე გამართულია. კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის - სოფელ შარაბიძეების თემში, იბუკეთის მუნიციპალიტეტის - სოფელ ჩოლოქის დასახლებაში (ხულოს ქუჩა), დაბა ქედას მუნიციპალიტეტის - სოფელ დაბა ქედაში, დაბა შუახევის მუნიციპალიტეტის- სოფელ ხიჭაურში და დაბა ხულოს მუნიციპალიტეტის - სოფელ დიდაჭარაში.
კახეთის რეგიონში სულ 8 ამბულატორია აშენდა: თელავის მუნიციპალიტეტის - სოფელ შალაურში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის - სოფელ კართუბანში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის - სოფელ მაშნაარში, გურჯაანის მუნიცპალიტეტის - სოფელ მუკუზანში, ახმეტის მუნიციპალიტეტის - სოფელ საქობიანოში, ყვარლის მუნიციპალიტეტის - სოფელ კუჭატანში, დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის - სოფელ არბოშჩიკში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის - სოფელ უდაბნოში.
შიდა ქართლში ჯამში 21 ამბულატორია უნდა აშენდეს, საიდანაც 20 უკვე დამონტაჟებულია. გორის მუნიციპალიტეტის სოფლები ახრისი, ფლავი, ქვემო არცევი, აძვი, ჯარიაშენი, კირბალი, ხვითი, მეღვრეკისი, ერგნეთი, ქერე, ქორდი, წითელუბანი. კასპის მუნიციპალიტეტის სოფლები- თეზი, რენე, თვაურები. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში - რუისი, თამარაშენი, კოდა, ავლევი, ბრეძა.
მცხეთა- მთიანეთში სულ 5 ამბულატორია უნდა გაკეთდეს, საიდანაც 2 უკვე დამონტაჟებულია, კერძოდ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლისში და დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ფასანაურში.
ქვემო ქართლში სულ 6 ამბულატორიის გაკეთებაა დაგეგმილი, საიდანაც 2 უკვე დამონტაჟებულია. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფრეთში და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რანჩპარში. რაც შეეხება სამცხე -ჯავახეთს, აქ 6 ამბულატორია გაკეთდება, საიდანაც ერთი უკვე დამონტაჟდა , კერძოდ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში.
ყველა შენობა მომზადებულია სენდვიჩპანელებისგან, რომელიც 2 გამათბობლითა და 2 სველი წერტილით არის აღჭურვილი. ყველა ამბულატორია სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები პერმანენტულ მონიტორინგს განახორციელებენ, რათა ამბულატორიების მშენებლობის პროცესი დათქმულ ვადებში და ხარისხიანად განხორციელდეს.