ქალაქ ხაშურის №3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

24 ივლისი 2025
ქალაქ ხაშურის №3 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
 
მიმდინარე სამუშოები ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ დაათვალიერეს.
 
პროექტის დასრულების შემდეგ, ბაღი სრულად განახლებული ინფრასტრუქტურითა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პირობებით 100 აღსაზრდელს მოემსახურება.
 
საბავშვო ბაღი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის, რაც უზრუნველყოფს მათთვის უსაფრთხო, ხელმისაწვდომ და ინკლუზიურ გარემოს. განახლებული სივრცე მოიცავს კომფორტულ სასწავლო ოთახებს, სველი წერტილებს, სათამაშო და რეკრეაციულ ზონებს, კეთილმოწყობილ ეზოს და ყველა საჭირო კომუნიკაციას.
 
საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილია 3.6 მილიონ ლარზე მეტი.
 
სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2025 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.