სოფელ ცხრამუხაში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

24 ივლისი 2025
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში 100 აღსაზრდელზე გათვლილი თანამედროვე საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშოები ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ დაათვალიერეს.
ახალი ბაღი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შენდება და აღსაზრდელებს უსაფრთხო, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს შესთავაზებს.
საბავშვო ბაღის მოეწყობა: სათამაშო და საძინებელი ოთახები, სველი წერტილები, რეკრეაციული ზონები, ეზო და ყველა საჭირო შიდა და გარე სივრცე. ბაღის შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.
პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულისთვის არის დაგეგმილი. სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.