ბაკურიანში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

24 ივლისი 2025

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.

 

მიმდინარე სამუშოები ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ დაათვალიერეს.

 

პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება 3.6 მილიონ ლარს შეადგენს.

 

შენობაში მოეწყობა სკოლამდელი განათლების მისაღებად აუცილებელი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა. სასწავლო ოთახების გარდა, მოეწყობა საძინებლები, ადმინისტრაციული და სამზარეულოს ოთახები, შიდა და გარე სათამაშო სივრცეები და რეკრეაციული ზონა.

 

მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბაკურიანს შეემატება კიდევ ერთი ხარისხიანი საგანმანათლებლო სივრცე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობას რეგიონში.