ჩოხატაურის სოფელ შუაფარცხმაში ახალი სკოლა შენდება

26 ივლისი 2025
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის სკოლა 110 მოსწავლეზეა გათვლილი.
სკოლის მიმდინარე სამუშოებს ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტი ითვალიწინებს მოზარდების საჭიროებებზე მორგებული, თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნას.
შენობაში ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ საკლასო ოთახებთან ერთად მოეწყობა ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და სპორტული დარბაზი.
სკოლაში ასევე გათვალისწინებულია უსაფრთხოების, გათბობის, წყალმომარეგებისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობა.
სოფელ შუაფარცხმის ახალი სკოლის მშენებლობა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 5 მლნ ლარამდეა.