ოზურგეთის სოფელ კონჭკათში ახალი ბაღი შენდება

26 ივლისი 2025
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში 50 ბავშვზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
 
ბაღის მიმდინარე სამუშოებს ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
 
პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება; ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენს.
შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.
 
საბავშვო ბაღში  მოეწყობა  სათამაშო, საძინებელი, სასწავლო ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები, სპორტული მოედანი და რეკრეაციული ზონები.
 
პროექტი ასევე ითვალისწინებს შენობის უსაფრთხოების სისტემებით უზრუნველყოფას.