ქვემო ნატანებში სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს

26 ივლისი 2025
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უტარდება.
მიმდინარე სამუშოებს ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში, სკოლა სრულად განახლდება, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეების განვითარებაზე, უსაფრთხოებასა და კომფორტზე ორიენტირებული გარემოს შექმნას.
სკოლაში მოეწყობა თანამედროვე საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, ეზო, სპორტული მოედნები, გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.
პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6.8 მლნ ლარს შეადგენს.