სოფელ ჩიბათში საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება

28 ივლისი 2025
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათში 50 ბავშვზე გათვლილ საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია უტარდება. ბაღი 50 ბავშვზეა გათვლილი.
 
მიმდინარე სამუშოებს ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან ბექა ურუშაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
 
პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, შენობის სრული განახლება.
 
საბავშვო ბაღში მოეწყობა ყველა საჭირო შიდა და გარე სივრცე, მათ შორის საგანმანათლებლო, საძინებელი, დასასვენებელი, ადმინისტრაციული ოთახები, სამზარეულო და სპორტული მოედანი.
 
შენობა სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.