ბაზრის კვლევა - ქალაქ ზესტაფონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის სამშენებლო სამუშაოები
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ქალაქ ზესტაფონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების (CPV 45200000) შესყიდვას
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ქალაქ ზესტაფონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის სამშენებლო სამუშაოები) სავარაუდო ღირებულება.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 4 აგვისტოსი, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს გარეშე) მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge .
დანართები ( https://drive.google.com/drive/folders/12jZ_5BBeYoMUebnjsqqm9exssguUvoAX?usp=sharing ):
1. ტექნიკური დავალება;
2. მოცულობათა უწყისი;
3. ბაზრის კვლევის ცხრილი;
4. ტექნიკური ცენტრის ტიპიური პროექტი.