სოფელ მეტეხსა და სოფელ ახალციხეში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

30 ივლისი 2025
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან და შიდა ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.
 
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხსა და ახალციხეში 100 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს.
 

ორივე პროექტი მნიშვნელოვანი შეფერხებებით მიმდინარეობს როგორც ვადების, ისე სამშენებლო ხარისხის თვალსაზრისით.

 

შესაბამისად, მიღებული იქნება გადაწყვეტილებები, რომლებიც საშუალებას მისცემს სამინისტროს გამოიყენოს ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები, მათ შორის, იმსჯელოს ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხზე.