ვანის არქეოლოგიური მუზეუმის შენობის მინაშენის დაწყებული მშენებლობის დასრულება
გამოქვეყნებულია: 23 ივლისი 2014 / ძალაშია: 25 აგვისტო 2014
საქართველომ მიიღო მსოფლიო ბანკისაგან (The World Bank) დაფინანსება რეგიონალური განვითარების პროექტის განსახორციელებლად და განზრახული აქვს ამ სახსრების ნაწილი გამოიყენოს შემდეგი კონტრაქტით გათვალისწინებული გადახდებისთვის: ქ. ვანის სახელმწიფო მუზეუმის შენობის დაწყებული მინაშენის მშენებლობის დასრულების სამუშაოები. მინაშენი ოთხსართულიანია, ბრტყელი გადახურვით. გათვალისწინებულია მხოლოდ რკინა-ბეტონის მზიდი კონსტრუქციების და სახურავზე დროებითი ფენილის მოწყობა. ნაგებობის დასაცავად, მინაშენის ღიობები შეიფიცრება და გადაეკვრება ცელოფანი.
IFB ვანის მუზეუმის რეაბილიტაცია ფაზა 2