800 მოსწავლეზე გათვლილი ქარელის №1 საჯარო სკოლა სრულად განახლდება

30 ივლისი 2025
800 მოსწავლეზე გათვლილი ქარელის №1 საჯარო სკოლა სრულად განახლდება.
ქარელის №1 საჯარო სკოლა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სრულად რეაბილიტირდება.
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
პროექტი ითვალისწინებს მოსწავლეების განვითარებასა და უსაფრთხოებაზე ადაპტირებული ინფრასტრუქტურის შექმნას.
სრულად განახლდება საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზი და გარე მოედანი.
პრაქტიკული და კვლევითი სწავლისთვის მოეწყობა ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა; სრულად შეიცვლება გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.
პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6.4 მლნ ლარია.