მოწვევა ინტერესის გამოხატვაზე - საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება “მოწამეთა“-ს სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის

გამოქვეყნებულია: 23 ივლისი 2014    /    ძალაშია: 8 აგვისტო 2014

საქართველომ მიმართა მსოფლიო ბანკს რეგიონული განვითარების პროექტი II-ის დასაფინანსებლად. აღნიშნული სახსრების ნაწილის გამოყენება  დაგეგმილია საკონსულტაციო მომსახურებისთვის.

 
საკონსულტაციო მომსახურება („მომსახურება“) ითვალისწინებს “მოწამეთა“-ს სამონასტრო კომპლექსის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას. საპროექტო დოკუმენტაცია უნდა დამუშავდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების გათვალისწინებით.