სოფელ ქვენატკოცაში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

6 აგვისტო 2025
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუშაძესთან ერთად, სოფელ ქვენატკოცაში საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.
თანამედროვე სტანტარტების შესაბამისი ბაღი 75 ბავშვზეა გათვლილი.
შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სკოლამდელი აღზსაზრდელების საჭიროებებზე.
საბავშვო ბაღში მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, მათ შორის საგანმანათლებლო, სამზარეულო, საძინებელი ოთახები და მრავალფეროვანი სათამაშო მოედნები.