ბაზრის კვლევა - სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში სპორტული მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება

გამოქვეყნებულია: 3 სექტემბერი 2025    /    ძალაშია: 10 სექტემბერი 2025

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში სპორტული მრავალ ფუნქციური კომპლექსის საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების (CPV 71200000) შესყიდვას.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში სპორტული მრავალ ფუნქციური კომპლექსის საპროექტოსახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების) სავარაუდო ღირებულება (საავტორო ზედამხედველობის მომსახურების ღირებულების ჩათვლით) და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების გამოცდილება.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 10 სექტემბერს, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს გარეშე), შესყიდვის ობიექტის მიწოდების საერთო ვადის მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge . კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 577102126.

დანართები:

1. ტექნიკური დავალება;
2. ბაზრის კვლევის ცხრილი.

https://research.spa.ge/ka/research/5184