თელავის №2 სკოლაში სასწავლო წელი განახლებულ შენობაში დაიწყო

თელავის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებულ შენობაში შეხვდნენ.
350 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სრული რეაბილიტაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელდა.
სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს მიულოცეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ბექა ურუშაძემ. მათ ახალი შენობა მოსწავლეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებთან ერთად დაათვალიერეს.
სკოლაში მოწყობილია თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახები, სპორტული მოედნები, ეზო და უსაფრთხოების სისტემები.
შენობაში განთავსებულია, ასევე, ბიბლიოთეკა და ლაბორატორია, სადაც მოსწავლეები თეორიულთან ერთად, პრაქტიკული ცოდნის მიღებას შეძლებენ.
სკოლა სრულად არის ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის, რაც უზრუნველყოფს ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობას.
რეაბილიტაციის განხორციელებამდე, თელავის №2 სკოლის მოსწავლეებს რთულ პირობებში უწევდათ განათლების მიღება. დღეს კი მათ შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე სასკოლო გარემოთი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს.
თელავის №2 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განახლდა. პროექტის საერთო ღირებულება 5.3 მილიონ ლარს შეადგენს.