ბაზრის კვლევა - ფონდის ოფისის შენობის მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა

გამოქვეყნებულია: 15 სექტემბერი 2025    /    ძალაშია: 19 სექტემბერი 2025

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ფონდის ოფისის შენობის მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების (CPV-50700000) შესყიდვას, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა განისაზღვროს პრეისკურანტის ზღვრული ფასები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 19 სექტემბრისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (განფასებული პრეისკურანტის (შემოთავაზებული ფასები) Excel-ისა და PDF ფაილების სახით, PDF ფაილი - ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge.

დანართები: ტექნიკური დავალება და განსაფასებელი პრეისკურანტი.

research.spa.ge/ka/research/5308