ქუთაისში 5000 მაყურებელზე გათვლილი სპორტის სასახლის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

გამოქვეყნებულია: 19 სექტემბერი 2025    /    ძალაშია: 27 ოქტომბერი 2025

სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი აცხადებს კონკურსს - CNT250000043 ქალაქ ქუთაისში 5000 მაყურებელზე გათვლილი სპორტის სასახლის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.        


შესყიდვის გამოცხადების თარიღი: 2025 წლის 19 სექტემბერი

 

წინადადებების მიღება იწყება: 2025 წლის 22 ოქტომბერს

 

წინადადებების მიღება მთავრდება: 2025 წლის 27 ოქტომბერს, 14:00 საათზე   

 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება: 1, 221,918.00   ლარი, დღგ-ს გარეშე

 

 

დეტალური ინფორმაციის გასაცნობად გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი ბმული: 

 

tenders.procurement.gov.ge/public/