რუსთავში №23 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია სრულდება

1 ოქტომბერი 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი რუსთავში №23 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ასრულებს.
 
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითრების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ბექა ურუძაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, განხორცილებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
 
პროექტის ფარგლებში. სრულად განახლდა არსებული ინფრასტრუქტურა: მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, სველი წერტილები, რეკრეაციული ზონები, ეზო და ყველა საჭირო შიდა და გარე სივრცე. ბაღის შენობა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის.
 
რეაბილიტაციის შედეგად, 200 ბავშვისთვის შეიქმნა უსაფრთხო, კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. განახლებული ბაღი მოიცავს სკოლამდელი ასაკის ბავშვების საჭიროებებზე მორგებულ თანამედროვე სასწავლო, დასასვენებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს.
 
მოწესრიგდა უსაფრთხოების, გათბობის, ელექტრომომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემები.
 
პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარამდეა.
 
მუნიციპალური განვითარების ფონდი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, რუსთავში, ჯამში, 4 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას პროექს ახორციელებს, რომელთა საერთო ღირებულება 23,427,825 ლარს შეადგენს.