გარდაბნის სოფელ ლემშვენიერაში №1 საბავშვო ბაღი გაიხსნა

15 ოქტომბერი 2025
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერაში №1 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის შეიქმნა უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო გარემო.
რეაბილიტაციის შედეგად, 100 აღსაზრდელზე გათვლილი ბაღის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირდა ბავშვების საჭიროებებზე. მოეწყო სასწავლო, სათამაშო, დასასვენებელი და ადმინისტრაციული ოთახები, ასევე კეთილმოეწყო ეზო.
პროექტი სახელმწიფომ 3.2 მილიონ ლარით დააფინანსა.