ინფრასტრუქტურის სამინისტროში საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა

16 ოქტომბერი 2025

 ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მინისტრ რევაზ სოხაძის და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ბექა ურუშაძის მონაწილეობით, გაიმართა საკონკურსო კომისიის მორიგი სხდომა, სადაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული არქიტექტურული კონკურსების ფარგლებში წარმოდგენილი პროექტები განიხილეს. სხდომის მიზანი იყო ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის შემუშავებული კონცეფციების შეფასება.

 

კომისიის წევრებმა მალთაყვის სანაპირო ზოლის განვითარების ოთხი კონცეფცია განიხილეს.

 

სხდომაზე ასევე განხილულ იქნა ამბროლაურის პარკის განვითარების ორი არქიტექტურული ხედვა. ორივე წინადადება მიმართულია ქალაქის რეკრეაციული სივრცის მრავალფეროვნებისკენ და მიზნად ისახავს ამბროლაურის ტურისტული მიმზიდველობის ზრდას.

 

 საკონკურსო წინადადებების შეფასებაში მონაწილეობდნენ სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები, არქიტექტორები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.