ბაზრის კვლევა - ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, ქალაქ სიღნაღის ციხე-გალავნის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება

გამოქვეყნებულია: 21 ოქტომბერი 2025    /    ძალაშია: 4 ნოემბერი 2025

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, ქალაქ სიღნაღის ციხე-გალავნის სარეაბილიტაციო სამუშაოების დოკუმენტაციის მომზადების (CPV-71200000) შესყიდვას. 

 

 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, ქალაქ სიღნაღის ციხე-გალავნის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება) სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.

 

  ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 4 ნომებრის ჩათვლით, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასების (დღგ-ს გარეშე) და გამოცდილების მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge . კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 577102126. დანართები:  1. ტექნიკური დავალება; 2. ბაზრის კვლევის ცხრილი.  

 

 https://tenders.procurement.gov.ge/public/?qep=4126&lang=ge