ბაზრის კვლევა - ქალაქ ახალციხის ციხის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება

გამოქვეყნებულია: 28 ოქტომბერი 2025    /    ძალაშია: 11 ნოემბერი 2025

 სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ეროვნული  მნიშვნელობის კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის,  ქალაქ ახალციხის ციხის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ეროვნული  მნიშვნელობის კატეგორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის,  ქალაქ ახალციხის ციხის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურება) სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება. 

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 11 ნოემბრის ჩათვლით, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასების (დღგ-ს გარეშე) და გამოცდილების მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) მატერიალური სახით (ნაბეჭდი ვერსია), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge .    დანართები:  1. ტექნიკური დავალება; 2. ბაზრის კვლევის ცხრილი.  

 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?qep=4970&lang=ge