ბაზრის კვლევა - საჩხერეში საცურაო აუზის შენობის რეაბილიტაციის პროექტირება და სამშენებლო სამუშაოები
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ქალაქ საჩხერეში საცურაო აუზის შენობის რეაბილიტაციის დეტალური პროექტის მომზადების და სამშენებლო სამუშაოების (CPV 45200000) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (ქალაქ საჩხერეში საცურაო აუზის შენობის რეაბილიტაციის დეტალური პროექტის მომზადება და სამშენებლო სამუშაოების) სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების გამოცდილება.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს ჩათვლით) და გამოცდილების მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (spa.ge), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 577102126.
დანართები:
1. ტექნიკური დავალება.
2. ბაზრის კვლევის ცხრილი.
3. დანართი 1 - სპეციფიკაცია საჩხერის აუზის რეაბილიტაცია.
ბაზრის კვლევის ბმული:
https://tenders.procurement.


