სოფელ ლამბალოში ახალი ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს

24 ნოემბერი 2025
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშოები ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბექა ურუშაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა ადაპტირებული შიდა და გარე სივრცეები.
შენობაში გათვალისწინებული იქნება ბავშვების განათლების, სოციალიზაციისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ყველა საჭიროება.
ლამბალოს საბავშვო ბაღში სასწავლო და მოსასვენებელ ოთახებთან ერთად მოეწყობა სათამაშო და რეკრეაციულ ზონები, ეზო და სათამაშო მოედნები, რაც ბავშვებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას ემსახურება.


