ბაზრის კვლევა - დაბა ბაკურიანში სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვა
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს დაბა ბაკურიანში სახანძრო-სამაშველო შენობის მშენებლობის სამუშაოების (CPV-45216121) შესყიდვას.
შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა განისაზღვროს ზემოთ აღნიშნული ობიექტის სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულება. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2025 წლის 19 დეკემბრისა, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება განფასებული ხარჯთაღრიცხვის Excel-ისა და PDF ფაილის სახით, PDF ფაილი დამოწმებული ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით.
დანართები: ტექნიკური დავალება და განსაფასებელი ხარჯთაღრიცხვა.
https://tenders.procurement.


