შოთა ანდრიაძე

 

შოთა ანდრიაძე - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე 2025 წლის დეკემბრიდან.

 

შოთა ანდრიაძე განათლებით ტელეკომუნიკაციების და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტია. მას, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო სასწავლო დაწესებულებასა და ორგანიზაციაში მიღებული აქვს პროფესიული განათლება მარკეტინგისა და ტელეკომუნიკაციების მიმართულებით. გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი და კურსი ბუღალტრული აღრიცხვისა და მენეჯმენტის მიმართულებით.

 

შოთა ანდრიაძეს აქვს კერძო და საბანკო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. წლების განმავლობაში, მუშაობდა მენეჯერულ პოზიციებზე „საქართველოს ბანკში“. 2009 – 2012 წლებში ეკავა “OUTDOOR.GE” - ს გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია. 2012 – 2016 წლებში იყო “OUTDOOR MEDIA HOUSE”-ის დირექტორის მოადგილე.

 

2015 წლიდან შოთა ანდრიაძე სხვადასხვა დროს იკავებდა მმართველ პოზიებს, სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებში.