ქალაქ ჭიათურაში N7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

10 დეკემბერი 2025
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ ჭიათურაში 500 მოსწავლეზე გათვლილი N7 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა.
დასრულებულ სამუშაოებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თამარ ფიცხელაური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ.
სკოლის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახების, ბიბლიოთეკისა, სამეცნიერო ლაბორატორიის, სპორტული დარბაზის და ეზოს მოწყობას.
სკოლა სრულად ადაპრიტებულია შეზღუდული შესაზლებლობის მქონე პირებისთვის.
ჭიათურის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის საერთო ღირებულებამ 8,9 მილიონი ლარი შეადგინა.
ჭიათურის საჯარო სკოლა 1974 წელს აშენდა და მის შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩატარებია.


