ბაზრის კვლევა - ქ. ზუგდიდში, 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის პროექტირება

გამოქვეყნებულია: 24 დეკემბერი 2025    /    ძალაშია: 12 იანვარი 2026

სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს ქ. ზუგდიდში, 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების (CPV 71200000)  შესყიდვას.

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის ქ. ზუგდიდში, 1000 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება) სავარაუდო ღირებულება (საავტორო ზედამხედველობის მომსახურების ღირებულების ჩათვლით) და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების გამოცდილება.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2026 წლის 12 იანვარს, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს გარეშე), და გამოცდილების მითითებით,  ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (spa.ge), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge . კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 599133412

 

დანართები: 

1. ტექნიკური დავალება;

2. ბაზრის კვლევის ცხრილი.

 

3. საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

https://tenders.procurement.gov.ge/public/?qep=15337&lang=ge