ბაზრის კვლევა - გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისთავში ბაღის პროექტირება

გამოქვეყნებულია: 30 დეკემბერი 2025    /    ძალაშია: 16 იანვარი 2026

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (საიდენტიფიკაციო კოდი: 206074193) გეგმავს გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისთავში ს.კ. N66.58.07.338 არანაკლებ 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღ(ებ)ის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების (CPV-71200000) შესყიდვას.

 

შესყიდვის პროცედურების ჩატარების უზრუნველსაყოფად საჭიროა დადგინდეს შესყიდვის ობიექტის (გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხიდისთავში ს.კ. N66.58.07.338 არანაკლებ 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღ(ებ)ის მშენებლობისთვის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების) სავარაუდო ღირებულება და აღნიშნული მომსახურების შესყიდვის ელექტრონულ ტენდერში/კონკურსში მონაწილეობის მსურველი პრეტენდენტების ზოგადი გამოცდილება.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, თანდართული ტექნიკური დავალების გათვალისწინებით გთხოვთ, არაუგვიანეს 2026 წლის 16 იანვრის ჩათვლით, წარმოადგინოთ თქვენი წინადადება (ბაზრის კვლევის ცხრილის სახით (შემოთავაზებული ფასის (დღგ-ს ჩათვლით) და გამოცდილების მითითებით, ორგანიზაციის ხელმძღვანელის/პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ბეჭდის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციის ბეჭდით და თარიღით) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (spa.ge), ან ელ. ვერსიის სახით, შემდეგ ელ. ფოსტაზე: gogprocurement@mdf.org.ge.

 

კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: +995 577102126.

 

დანართები:

 

1. ბაზრის კვლევის ცხრილი;

2. ტექნიკური დავალება;

3. დანართი N2 - მასალათა სპეციფიკაციები;